ჩინეთის მთვარის კვლევის პროგრამა
ჩინეთის მთვარის კვლევის პროგრამა (ჩინ. 中国探月) მთვარის რობოტული და ადამიანის მონაწილეობრივი მისიებით კვლევის პროგრამაა, რომელიც ჩინეთის ნაციონალური კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.
პროგრამის პირველი კოსმოსური აპარატი, ჩან'ე 1, ავტომატიზირებული მთვარის ორბიტერი, 2007 წლის 24 ოქტომბერს წარმატებით გაეშვა ხიჩანის კოსმოდრომიდან.