ჩინგიზ-ყაენის ქანდაკება (ცონჟინ-ბოლდოგი)
ჩინგიზ-ყაენის ქანდაკება (მონღ. Чингис хааны морьт хөшөө) — ჩინგიზ-ყაენის უდიდესი ქანდაკება მონღოლეთში და ცხენოსნის უდიდესი ქანდაკება მსოფლიოში[1].
ჩინგიზ-ყაენის ქანდაკება მონღ. Чингис хааны морьт хөшөө | |
---|---|
კოორდინატები | 47°48′28″ ჩ. გ. 107°32′12″ ა. გ. / 47.80778° ჩ. გ. 107.53667° ა. გ.კოორდინატები: 47°48′28″ ჩ. გ. 107°32′12″ ა. გ. / 47.80778° ჩ. გ. 107.53667° ა. გ. |
მდებარეობა | მონღოლეთი, ტუვე, ცონჟინ-ბოლდოგი |
არქიტექტორი | ჟ. ენხჟარგალი |
ტიპი | ცხენოსანი ქანდაკება |
მასალა | ფოლადი |
სიმაღლე | 40 მ |
გახსნის თარიღი | 26 სექტემბერი, 2008 |
მიძღვნილია | ჩინგიზ-ყაენი |
აღწერა
რედაქტირებაქანდაკება მდებარეობს ულან-ბატორის ცენტრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 54 კილომეტრში, ცონჟინ-ბოლდოგში, რომელიც ადმინისტრაციულად შედის ქალაქ ულან-ბატორის რაიონის, ნალაიხის შემადგენლობაში, მდინარე ტუულის ნაპირთან ახლოს, იმ ადგილზე, სადაც გადმოცემის თანახმად ჩინგიზ-ყაენმა იპოვა ოქროს მათრახი. ქანდაკების პროექტის ავტორია სკულპტორი დ. ერდენებილეგი, არქიტექტორი კი — ჟ. ენხჟარგალი. ქანდაკების ოფიციალური გახსნა გაიმართა 2008 წლის 26 სექტემბერს.
ქანდაკების სიმაღლეა 40 მეტრი, ათმეტრიანი პოსტამენტის გარეშე. ქანდაკება დაფარულია 250 ტონა უჟანგი ფოლადით[1] და გარშემორტყმულია 36 კოლონით, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს მონღოლეთის იმპერიის 36 ყაენს ჩინგიზ-ყაენიდან ლიგდენ-ყაენამდე.
ორსართულიან პოსტამენტში განთავსებულია სამხატვრო გალერეა, ხუნუს ეპოქის მუზეუმი, საბილიარდო, რესტორანი, სუვენირების მაღაზია და საკონფერენციო დარბაზი[2]. ცხენის თავზე განლაგებულია დასათვალიერებელი მოედანი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Халимагийн тэргүүн Чингисийн морьт хөшөөг үзэж сонирхлоо
- ↑ Чингис хааны хөшөөт цогцолбор. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-11. ციტირების თარიღი: 2016-06-12.