ჩინგაჩგუკი
ჩინგაჩგუკი (ინგლ. Chingachgook) — ჯეიმზ ფენიმორ კუპერის „ტყავისწინდას რომანების“ გამოგონილი პერსონაჟი, — მოჰიკანების ბელადი. ასახულია რომანებში: „პიონერები“ (1823), „უკანასკნელი მოჰიკანი“ (1826), „მეკვლე“ (1840) და „ნადირთმჭერი“ (1841). ჩინგაჩგუკი მთელი ცხოვრების განმავლობაში სასაზღვრო ზონაში მცხოვრები და საგის გმირის — ნატი ბამპოს მეგობარია.
ჩინგაჩგუკი | |
---|---|
პირველი გამოჩენა | „პიონერები“ |
ბოლო გამოჩენა | „მონადირე“ |
შემქმნელი | ჯეიმზ ფენიმორ კუპერი |
ინფორმაცია | |
სქესი | მამაკაცი |
შვილები | უნკასი |
ჩინგაჩგუკი და მისი შვილი უნკასი (მოჰიკანებიდან უკანასკნელი) მტრულად განწყობილი სხვა ადგილობრივი ტომებისა და ფრანგების წინააღმდეგ ბრძოლაში ინგლისის მხარეს იბრძვიან. უნკასს საბოლოოდ ჰურონელი მეომრები მოკლავენ. ჩინგაჩგუკი სიბერეში უარყოფს მორავიულ რელიგიას, რომელიც მან ახალგაზრდობაში მიიღო და მოკვდება ტრადიციული მოჰიკანური რწმენით.
1967 წელს გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ გამოუშვა ფილმი სახელწოდებით „ჩინგაჩგუკი, დიდი გველი“, სადაც მთავარი როლი შეასრულა გოიკო მიტიჩმა. 1990 წელს გამოვიდა საბჭოთა ფილმი „ნადირთმჭერი“, სადაც ჩინგაჩგუკის როლი შეასრულა მსახიობმა გიორგი ფიცხელაურმა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჩინგაჩგუკი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)