უკანასკნელი მოჰიკანი
„უკანასკნელი მოჰიკანი“ — ამერიკელი მწერლის ჯეიმზ ფენიმორ კუპერის ისტორიული რომანი, რომელიც პირველად 1826 წლის თებერვალში გამოიცა. მწერალი მოგვითხრობს მოვლენებზე ამერიკულ ფრონტზე, სადაც მიმდინარეობს ომი ფრანგებსა და ინდიელებს შორის.
უკანასკნელი მოჰიკანი | |
---|---|
The Last of the Mohicans | |
![]() 1896 წლის გამოცემის გარეყდა | |
ავტორი | ჯეიმზ ფენიმორ კუპერი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | ისტორიული რომანი |
გამომცემელი | H.C. Carey & I. Lea |
გამოცემის თარიღი | თებერვალი, 1826 |
წინამორბედი | The Pioneers |
რომანი ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელების ცხოვრებას აღწერს. წიგნში ინგლისსა და საფრანგეთს შორის ინდიელთა მიწების დაპატრონებისთვის გაჩაღებული ომის ერთი ეპიზოდია აღწერილი. მთავარი გმირი, ნეტი ბამპო, იგივე ქორის თვალი, მისი ძმადნაფიცი ინდიელი ჩინგაჩგუკი და ამ ინდიელის შვილი უნკასი ომში ინგლისის მხარეს იბრძვიან. ავტორი იმ საოცარ ვაჟკაცობისა და თავდადების ამბავს აღწერს, რომელსაც ინდიელი მეომრები ინგლისის ციხისთავის ქალიშვილების დასახსნელად იჩენენ.
რომანი ბევრჯერ იყო ეკრანიზირებული; ერთ-ერთი ცნობილი ვარიანტია რეჯისორ მაიკლ მანის „უკანასკნელი მოჰიკანი“ (1992).