ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჩილი კონ კარნე (ან შემოკლებულად, ჩილი) — ცხარე სტიუ (წვნიანისგან განსხვავებით სტიუში ინგრედიენტები უფრო მეტია ვიდრე სითხე). მისი ინგრედიენტებია: ცხარე წიწაკა, ხორცი (ძირითადად ძროხის), პომიდორი და ლობიო. სანელებლებიდან კი ჩილის მომზადებისას იყენებენ: ნიორს, ხახვს და ძირას. კერძი თავდაპირველად შეიქმნა ჩრდილოეთ მექსიკაში ან სამხრეთ ტექსასში. [1]

ჩილი კონ კარნე

ჩილი კონ კარნეს ინგრედიენტები და ხორცის ტიპი იცვლება გეოგრაფიული თუ პერსონალური გემოვნების შესაბამისად. მას ხშირად გარნირის სახითაც იყენებენ. ზოგიერთი რეცეპტის თანახმად, ჩილი კონ კარნეს ტრადიციული ინგრედიენტები მხოლოდ ხორცი და ცხარე წიწაკაა და იგი არ საჭიროებს ლობიოსა და პომიდორს.

1529 წელს არსებულ მონაცემებში ნახსენებია ცხარე წიწაკით შეზავებული სტიუ, რომელსაც აცტეკების ცივილიზაციის დედაქალაქში ამზადებდნენ. ამ ტერიტორიაზე დღესდღეობით მეხიკო (მექსიკის დედაქალაქი) მდებარეობს. კერძში ძროხის ხორცის გამოყენება ესპანელმა კოლონელებმა დაამკვიდრეს.

მექსიკურმა კერძმა პოპულარობა ამერიკელებშიც მოიპოვა. ბევრმა მათგანმა პირველად ჩილი კონ კარნე 1893 წელს, ჩიკაგოში გასინჯა. ამ პერიოდში, სან-ანტონიო, ტექსასის ერთ-ერთი ქალაქი, ბევრ ტურისტს მასპინძლობდა ამერიკის სხვა შტატებიდან, რამაც ჩილის გავრცელება აშშ-ს სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში უფრო მეტად გამოიწვია. [2]

1977 წლიდან კი ჩილი კონ კარნე ტექსასის შტატის ოფიციალური კერძი გახდა. [3]

ინგრედიენტები

რედაქტირება
 
ჩილის ინგრედიენტები

ლობიო მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული ასოცირდება ჩილი კონ კარნესთან. [4]უნდა იყოს თუ არა ლობიო კერძის ნაწილი ბევრი მზარეულისთვის სადაო თემაა. ცნობილია, რომ თავდაპირველად, როდესაც ჩილი კონ კარნე შეიქმნა, მის ინგრედიენტებში ლობიო არ შედიოდა. თუმცა უკვე დიდი ხანია, რაც ლობიო კერძის ერთ-ერთი შესაძლო ინგრედიენტი გახდა. ამის მიუხედავად, 1999 წელს გამოცხადდა, რომ მზარეულებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ჩილი კონ კარნეს მომზადების კულინარიულ შეჯიბრში, არ შეეძლოთ კერძში ლობიოს გამოყენება. ამის გარდა, მათ აეკრძალათ დამარინადებული ხორცის გამოყენება. [5]

მიუხედავად ამისა, აშშ-ში მომზადებული კლასიკური ჩილისთვის ლობიო ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია.

პომიდორი

რედაქტირება

პომიდორიც ის ინგრედიენტია, რომელთან დაკავშირებითაც ხალხის აზრი ორად იყოფა. ვიკ ფაულერი, ჩილის ერთ-ერთი ვარიაციის შემქმნელი, ფიქრობდა, რომ კერძს აუცილებლად უნდა ჰქონოდა პომიდორი და მისი წვენი. ასევე მისი აზრით, ჩილი კონ კარნე არ უნდა მირთმეულიყო მაგიდასთან მომზადებისთანავე, არამედ იგი 1 ღამით მაცივარში უნდა შენახულიყო, რათა მისი არომატი გაძლიერებულიყო.

ვარიაციები

რედაქტირება

ვეგეტარიანული ჩილი

რედაქტირება

ვეგეტარიანული ჩილი (ესპანურად: "ჩილი ნონ კარნე" - ჩილი ხორცის გარეშე) ამერიკაში პოპულარული გახდა მეორე საუკუნის 60-იან და 70-იან წლებში. ამ პერიოდში აშშ-ში ვეგეტარიანელები მომრავლდნენ. ვეგეტარიანულ ჩილიში ხორცს ანაცვლებდა, რომელიმე კალორიული ბოსტნეული, მაგალითად, კარტოფილი. ასევე შესაძლო დანამატები ჩილი ნონ კარნესთვის არის: სოკო, სიმინდი ან გოგრა.

თეთრი ჩილი

რედაქტირება

თეთრი ჩილი მზადდება ქათმის ან ინდაურის ხორცით, თეთრი ლობიოთი, და მწვანე წიწაკით. იგი ჩვეულებრივი ჩილისგან განსხვავებით უფრო მოთეთრო შეფერილობისაა. თეთრ ჩილის ძირითადად მიირთმევენ ყველთან ან არაჟანთან ერთად.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩილი_კონ_კარნე“-დან