ჩიგოიანის წმინდა გიორგის ეკლესია

ჩიგოიანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ნანგრევებად ქცეული მცირე ზომის დარბაზული ეკლესია რიყის, ფლეთილი და შირიმის ქვით იყო ნაგები. ნახევარწრიულ საკურთხეველში, მორღვეული სარკმლის ორსავე მხარეს თითო ნიშაა მოთავსებული. სამხრეთ კედელში შესასვლელი კარის მარცხენა წირთხლია შემორჩენილი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება