ჩიგოიანის წითელი ხატის ეკლესია
ჩიგოიანის წითელი ხატის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. ძეგლი მდებარეობს ნასოფლარ ქვედა ბაგინში მდ. ქსნის სათავეებთან.
დარბაზული ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. გეგმით სწორკუთხა ნაგებობა, აღმოსავლეთით ასეთივე საკურთხევლითაა დასრულებული, რომლის ცენტრში გაჭრილია სარკმელი. დასავლეთ კედელში ერთი ნიშაა. სამხრეთით არქიტრავული შესასვლელია. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზე, ღრმა ნიშაა, რომელშიც წარწერიანი ზარები ჰკიდია. ამავე ფასადის კეხზე დადგმული ქვაჯვარა ადგილიდანაა დაძრული და არის მისი ჩამოვარდნის საშიშროება. ეკლესიას ეტყობა მრავალი გადაკეთების კვალი. საბურავად გამოყენებულია ყავარი. ძეგლის გარშემო გალავანია.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 208. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.