ჩიგოიანის წითელი საყდარი

ჩიგოიანის წითელი საყდარი — არქიტექტურული ძეგლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ნასოფლარ ზემო ბაგინის მიდამოებში მდებარეობს საშუალო ზომის დარბაზული ეკლესია, რომელიც ძირითადად რიყის ქვითაა ნაგები. ალაგ-ალაგ გამოყენებულია შირიმი და ფლეთილი ქვა. კარი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედელში თითო სარკმელია. საკურთხევალში ორი ნიშაა. აბსიდის სატრიუმფო თაღი შირიმითაა ამოყვანილი. ფასადებიდან ნაწილობრივ ჩამოყრილია პერანგის ქვები. სახურავიდან აყრილია სახურავი მასალა. ძეგლის გარშემო მიწის დონე აწეულია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება