ჩიგოიანის ციხე
ჩიგოიანის ციხე — არქიტექტურული ძეგლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია შუა საუკუნეებში.
ქსნის მარცხენა ნაპირას შემორჩენილია ციხის კომპლექსი. ყველა ნაგებობა აგებული იყო სხვადასხვა ზომის ფიქალით. კომპლექსი დგას ტერასისებურ რელიეფზე, მდინარის მხარეს მოქცეულ ფასადებთან მისვლა შეუძლებელია. კომპლექსში შემავალი ოთხკუთხა კოშკი შემორჩენილია ერთი სართულის დონეზე. მასში შესასვლელი მოთავსებულია აღმოსავლეთ კედელში. სხვა ნაგებობათა ნანგრევების სახეობის დადგენა ტერიტორიის გაწმენდის გარეშე შეუძლებელია.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 213–214. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.