ჩიგოიანის მეორე ეკლესია

ჩიგოიანის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია გვიანი შუა საუკუნეებში.

ნასოფლარ „თოგოიანის“ მიდამოებში მდებარე სწორკუთხა გეგმის დარბაზული, უაბსიდო ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. ნაგებობის კამარა ჩამოქცეულია. დასავლეთით არქიტრავული შესასვლელია გაჭრილი. მისგან მარჯვნივ, კედლის გარე წყობაში ჩადგმულია ძაღლის თავის სკულპტურული გამოსახულება. ბალავარი — წითელი ქვის ბრტყელი ფილაა, ზედ ჯვრისა და ორი რგოლის პრიმიტიული გამოსახულებებია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება