ჩიგოიანის ზურგიანი კოშკი (IX-X საუკუნეები)
ჩიგოიანის ზურგიანი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია IX–X საუკუნეებში.
მდ. ქსნის მარცხენა სანაპიროზე, მთაზე დგას კოშკი, რომელიც დიდი ზომის უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები. ბრტყელი პირით მიმართულია ხეობისაკენ. დასავლეთ კედელში გაჭრილია შესასვლელი. კოშკი შემორჩენილია მიწიდან დაახლოებით 15 მეტრის სიმაღლეზე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 215. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.