ჩიგოიანის ეკლესიის ნანგრევი

ჩიგოიანის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით აქვს სწორკუთხა საკურთხეველი, ცენტრში გაჭრილი სწორკუთხა, საფეხურებიანი სარკმლით. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ტრაპეზის ქვა დგას. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთ კედელშია მოთავსებული. ამავე კედელში გაჭრილია სარკმელი და ერთი ვიწრო სათოფური. ეკლესიის კედლები შემორჩენილია 2 მეტრის სიმაღლეზე, ზოგან უფრო ნაკლებია. ეკლესიის გადახურვა ჩამოქცეულია. კედლები დაზიანებულია. მიწის დონე აწეულია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება