ჩვენ ანგელოზები არ ვართ (1989 წლის ფილმი)

„ჩვენ ანგელოზები არ ვართ“ (ინგლ. We're No Angels) — 1989 წლის ამერიკული კომედიური ფილმი, რომლის რეჟისორია ნილ ჯორდანი. ის 1955 წლის ამავე სახელწოდების ფილმის რიმეიქია. ფილმში მთავარ როლებს რობერტ დე ნირო, შონ პენი და დემი მური ასრულებენ.

„ჩვენ ანგელოზები არ ვართ“

ფილმის პოსტერი
დამდგმელი რეჟისორი ნილ ჯორდანი
პროდიუსერი Paramount Pictures
როლებში რობერტ დე ნირო
შონ პენი
დემი მური
კომპოზიტორი ჯორჯ ფენტონი
სტუდია Paramount Pictures
გამოსვლის თარიღი 15 დეკემბერი, 1989
ხანგრძლივობა 106 წთ
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 20 მლნ.[1]
შემოსავალი $ 10.5 მლნ.[1]

სიუჟეტი რედაქტირება

1935 წელს დიდი დეპრესიის ეპოქის მსჯავრდებულები, ნედი და ჯიმი, რომლებიც ციხეში ჩასვეს დაუზუსტებელი ბრალდებებით, ციხიდან გაქცევას მოახერხებენ სასტიკი მკვლელის დამსახურებით, რომელიც ელექტრო სკამს გაურბის.

ისინი აღმოჩნდებიან ნიუ-იორკის პატარა ქალაქში, კანადა-აშშ-ს საზღვართან, სადაც ადგილობრივ მონასტერში ხვდებიან სხვა 2 მღვდლის ნაცვლად, რომელთაც იქ ელიან. მათ უნდათ კანადაში გაქცევა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო ეს თითქმის შეუძლებელი ხდება.

ნედი და ჯიმი აგრძელებენ მონასტერში ცხოვრებას და საბოლოოდ ისინი ცხოვრებაში თავიანთ ადგილს პოულობენ.

როლებში რედაქტირება

კრიტიკა რედაქტირება

ფილმმა არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა. Rotten Tomatoes-მა შეარჩია 21 რეცენზენტი და შეაფასა მიმოხილვების 48% დადებითად, საშუალო ქულით 5.2/10. [2] CinemaScore- ის მიერ გამოკითხულმა აუდიტორიამ ფილმს მიანიჭა ნიშანი „B“ (A-დან F-მდე შკალით).[3]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება