ჩვენებური (ჟურნალი)

„ჩვენებური“შვედეთში და თურქეთში თურქულ ენაზე გამოცემული ქართული კულტურის ჟურნალი. პირველი ხუთი ნომერი ქალაქ სტოკჰოლმში გამოიცა 1977 წელს. ჟურნალის რედაქტორი იყო შალვა თევზაძე (შანვერ აქინი). „ჩვენებური“ სტოკჰოლმიდან იგზავნებოდა თურქეთშიც. ამ ჟურნალის მე-6-7 ნომერი ერთად დაიბეჭდა თურქეთში. ამ ნომრების რედაქტორი კი აჰმედ ოზქანი (მელაშვილი) იყო. მელაშვილის გარდაცვალების შემდეგ, ჟურნალი „ჩვენებური“ დაიხურა. ჟურნალი 1993 წლის თებერვლის ბოლოს იბერია ოზქანმა (მელაშვილ) და მისმა მეგობრებმა აღადგინეს. გამომცემელი იყო შევქეთ შირინი, მთავარი რედაქტორი კი მეორე ნომრიდან ფარნა-ბექა ჩილაშვილი. ფარნა-ბექა ჩილაშვილმა 1996 (ან 1997) წელს, მე-19-21 (იანვარი-ივნისი) ნომრის გამოცემის შემდეგ ჟურნალ „ჩვენებური" დატოვა და ამ წლიდამ გამოუშვა ჟურნალი „მამული“ თურქულ ენაზე. 1996 (ან 1997) წლიდან „ჩვენებურის" გამომცემელი და ხელმძღვანელი გახდა ოსმან ნური მერჯანი (ოთარ იმედაშვილი). „ჩვენებური" 2006 წელს დაიხურა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება