ჩეხეთის გერბი (ჩეხ. Státní znak České republiky) — წარმოადგენს შუასაუკუნოვანი ჩეხური გვირგვინის ქვეყნების სიმბოლოების გაერთიანებას. თეთრი ორკუდა არწივი — ჩეხეთის სიმბოლოა. ლურჯ ფონზე გამოსახული თეთრ-წითელ ფერებში გადაწყვეტილი არწივი — მორავიის სიმბოლოა, ხოლო ოქროსფერ ფონზე შავი არწივი — სილეზიის სიმბოლოა.

ჩეხეთის გერბი
დეტალები
დამტკიცდა 17 დეკემბერი, 1992

ჩეხეთის რესპუბლიკის მოქმედი გერბი დამტკიცდა 1992 წელს.

უპირველესი ჩეხური გერბი იყო ჩეხეთის სამეფოს გერბი, რომელსაც ცეცხლის ალში გახვეული შავი არწივი ამშვენებდა. ეს იყო ჩეხეთის სამეფო დინასტიის პრშემისლოვცების საგვარეულო სიმბოლო, რომლებიც ქვეყანას 874-დან 1306 წლამდე მართავდნენ. 1158 წელს მეფე ვლადისლავ II-ს დროს შავი არწივი შეიცავალა წითელ ფარზე გამოსახული თეთრი ლომით. მას უნდა წარმოეჩინა სიმამაცე და გმირობა, რომელსაც ჩეხი მეომრები უცხოელ დამპყრობლებთან შეტაკებებში ავლენდნენ. XII საუკუნის დასრულს ჩეხურმა ლომმა სამეფო გვირგვინი მიიღო, ხოლო XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მეფე პრშემისლ II-ს მართველობის ხანაში ლომს უკვე ორკუდიანს გამოსახავდნენ. საბოლოოდ 1250 წლისთვის გერბი დაამტკიცეს და ის მრავალი საუკუნეების მანძილზე არ შეცვლილა. სხვადასხვა პერიოდში ჩეხური ლომი გარშემორტყმული იყო ჩეხი მეფეების მიერ დაპყრობილი მიწების: სილეზიის, ქვედა და ზედა ლუჟიცის, მორავიის, და ზოგიერთი უნგრული, გერმანული და ავსტრიული სამფლობელოების გერბებით.

1526 წელს ჩეხეთი ჰაბსბურგების მართველობის ქვეშ აღმოჩნდა. ჩეხური ლომი ავსტრიის გერბის ერთ-ერთ ელემენტად გადაიქცა, ამავე დროს ის ოთხი საუკუნის განმოვლობაში რჩებოდა ჩეხი ერის თვითმყოფადობისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოდ.


ჩეხეთის გერბების ისტორია
 
 
 
ჩეხეთის უძველესი გერბი
ჩეხური ლომის უძველესი ვერსია, დაახლოებით 1313—1321 წწ.
ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში მყოფი ჩეხეთის სამეფოს გერბი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება