ჩეჩილი ყველი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ჩეჩილი ყველი}} |
მესხური ჩეჩილი - ძროხის ყველი მზადდება ძროხის მოხდილი რძისაგან. ორგანოლეპტიკა: ყველის მასა არის ძაფოვანი, შეკრული ან დაწნული ფორმის. ძაფები მკვრივია, საკმაოდ მყარი გაწელვისას. ფერად თეთრია. მასა – 0,5-3 კგ დაწნული თოკების სახით. აქვს მსუბუქი რძემჟავური, სასიამოვნო სუნი. გემო _ გამოკვეთილი ცილოვანი, საკმაოდ მარილიანი. მზადდება აგრეთვე „მესხური ჩეჩილის“ შებოლილი ნაირსახეობა. ყველი „მესხური ჩეჩილი“ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ტენიანობა – არაუმეტეს 60% ცხიმიანობა მშრალ ნივთიერებაში – არანაკლებ 2% მარილის შემცველობა – 4-8% წარმოების გეოგრაფიული არეალი „მესხური ჩეჩილის“ დასამზადებლად საჭირო რძის მიღება, გადამუშავება და ყველის წარმოება ხორციელდება სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტერიტორიაზე. პროდუქტის დამზადების მეთოდების აღწერა რძეს ამწიფებენ 45-50°T-მდე. ჩაკვეთა მიმდინარეობს 5-10 წუთი 38-40° ტემპერატურაზე. ჩანაკვეთს შედედების დაწყებისთანავე აცხელებენ, თან ურევენ 48-54° ტემპერატურამდე, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი ფიფქები, რომლებიც ადვილად ეწებება ერთმანეთს და ხელის მანიპულირებით წარმოქმნიან გრძელ 6-8 სმ დიამეტრის თასმას. თასმას ნელ-ნელა იღებენ და აწყობენ მაგიდაზე წრიულად. გაცივებულ მასას შეკრავენ კონებად. საქართველოს სამხრეთ რეგიონში _ მესხეთში უძველესი დროიდან მზადდებოდა ყველი მესხური ჩეჩილი. ი. ჯავახიშვილის[1] გადმოცემით ახალ თბილ დოს `დოჟუჟუნას” ასხამენ ქვაბში, ყველის კვეთს უმატებენ და ცეცხლზე გაათბობენ, გააცხელებენ და ბოლოს ამოიღებენ ხაჭოს და ხელებით აქეთ-იქით სწევენ, აკეთებენ თოკებს, ერთად მოუკრავენ თავს, მარილს დააყრიან და შეინახავენ. მ. მაკალათიას[2], ვ. შამილაძის[3] და სხვათა მონაცემებით ახალი დოდან ამზადებენ ძროხის ჩეჩილ ყველს. ყველი სხვა წათხის ყველისაგან გამოირჩევა თავისებური დამზადების ტექნოლოგიით. მომწიფებულ მესხურ ჩეჩილს ახასიათებს სპეციფიკური კონსისტენცია, გემო და სუნი, რაც გამოარჩევს მას სხვა ყველისაგან.