ჩერნოიაროვის სახლი (ნოვოჩერკასკი)
ჩერნოიაროვის სახლი (რუს. Дом Чернояровой) — ერთსართულიანი სახლი, არქიტექტურული ძეგლი ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი არის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი და არქიტექტურული ძეგლი[1].
ჩერნოიაროვის სახლი რუს. Дом Чернояровой | |
---|---|
კოორდინატები | 47°24′48″N 40°06′33″E / 47.4134° ჩ. გ. 40.1092° ა. გ. |
მდებარეობა | ნოვოჩერკასკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
დასრულების თარიღი | XIX საუკუნის შუა წლები |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი[1], ქალაქი ნოვოჩერკასკი, მოსკოვის ქუჩა № 37[2].
ისტორია
რედაქტირებაჩერნოიაროვის სახლი არის ერთ-ერთი ნიმუში მცირედ შემონახული იმ სახლებისა, რომლებიც ნოვოჩერკასკში გვხვდება. შენობა აგებულია XIX საუკუნის შუა წლებში[2][3] და აქვს რეგიონული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლის სტატუსი. სახლი თავდაპირველად ეკუთვნოდა ჩინოვნიკ ტ. ფ. ჩერნოიაროვს[1]. XIX საუკუნის 80-იან წლებში შენობაში განათავსეს „ნაროდნაია ვოლიას“ მიწისქვეშა სტამბა. მოძრაობის რიგებში გაწევრიანებული იყო სახლის მფლობელის ვაჟი. ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა ე. ი. პეტროვსკი, რომელიც ადრე სწავლობდა ხარკოვის ინსტიტუტში. ნაროდნიკებს ნოვოჩერკასკში კარგი კონტაქტები ჰქონდათ ნიკოლაი ივანეს ძე კიბალჩიჩთან და სოფია ლვოვის ასულ პეროვსკაიასთან, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ ჩერნოიაროვის სახლს[2]. სახლის ფასადზე დამონტაჟებულია მემორიალური დაფა, რომელიც ამტკიცებს მათ ყოფნას აღნიშნულ სახლში. 1992 წლიდან სახლი აღიარეს არქიტექტურის ძეგლად და რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად, რომელსაც იცავს კანონი[1]. ამჟამად შენობაში მუშაობს საკონდიტრო დაწესებულება „Близкие люди“[3].
აღწერა
რედაქტირებასახლის ფასადი გაფორმებულია კუთხის პილასტებით. ფანჯრები გაფორმებულია თამასებით[2]. შენობა ერთსართულიანია, მოპირკეთებულია ხით. შენობა დგას მაღალ ქვის ცოკოლზე. სახურავი ოთხფერდაა, დახურულია შიფერით, ფანჯრები ვიწროა და მართკუთხა[3].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Объекты культурного наследия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-28. ციტირების თარიღი: 2017-06-17.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Новочеркасск. Энциклопедия. — Новочеркасск: ООО «Издательство Новопринт»,2005. — 720 с. 1257 ил. — С.91-92
- ↑ 3.0 3.1 3.2 Жилой дом чиновника Т. Ф. Черноярова