ჩერნოვის აგარაკი
ჩერნოვის აგარაკი (რუს. Дача Чернова) — ეკლექტიკის პერიოდის არქიტექტურული ძეგლი სანქტ-პეტერბურგის ნევის რაიონში, მდინარე ნევის მარჯვენა სანაპიროზე, ვოლოდარის ხიდის ზემოთ, სამდინარო ვაგზლის პირდაპირ. მისამართი: სანქტ-პეტერბურგი, ოქტომბრის სანაპირო, სახლი № 72.
ჩერნოვის აგარაკი Дача Чернова | |
---|---|
კოორდინატები | 59°52′32″N 30°27′45″E / 59.875556° ჩ. გ. 30.4625° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
არქიტექტორი | ალექსანდრე გოგენი |
დაწყების თარიღი | 1889 |
დასრულების თარიღი | 1893 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
აგარაკი ააშენეს 1889-1893 წლებში ალექსანდრე გოგენის პროექტის მიხედვით, გენერალ ალექსანდრე ჩერნოვისათვის. შენობა გადაწყვიტეს აეშენებინათ ფსევდორუსულ სტილში. მშენებლობაში მონაწილეობდნენ არქიტექტორები ალექსი კუზნეცოვი და გრიგორ ლიუცედარსკი[1]
ბაღი
რედაქტირებაჩერნოვის აგარაკი მდებარეობს ბაღებისა და პარკების სამმართველოს დაქვემდებარებაში.
2003 წელს სანქტ-პეტერბურგის წრიული საავტომობილი გზის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით შეიცვალა ოქტომბრის სანაპიროს ვერტიკალური ნიშნულები. პარკი აღმოჩნდა ცენტრალური გზის დაბლა და გაჩნდა ბაღის დატბორვის რეალური საფრთხე. ბაღებისა და პარკების სამმართველომ მოამზადა ფინანსური პროექტი ბაღის კაპიტალური რემონტისათვის.
ქალაქის საინვესტიციო და სატენდერო კომისიამ მიიღო პროექტი ოქტომბრის სანაპიროს რეკონსტრუქციისთვის და ბაღის გასარემონტებლად[2].
2007 წლის რესტავრაცია
რედაქტირებაპარკის მდგომარეობის არადამაკმაყოფილებლად გამოცხადების შემდეგ, 2003 წელს დაიწყეს კოსმეტიკური რემონტი, რომელიც მოიცავდა ასევე გზების საკითხსაც. 2007 წელს წარიმართა სარემონტო სამუშაოები. სამუშაო გეგმა ითვალისწინებდა იმ ხეების მოჭრას, რომლებმაც დაკარგეს თავისი დეკორატიული დანიშნულება, ხეების და ბუჩქების ახალი ჯიშების გაშენებას ძირძველ ადგილებზე. ასევე უნდა მომხდარიყო ტერიტორიის კეთილმოწყობა. კერძოდ: გაზონების მოწყობა, საფეხმავლო ბილიკების რესტავრაცია, ღობის რემონტი, წყლის სისტემის აღდგენა[3] და სხვა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Кириков Б. М. Григорий Люцедарский — мастер петербургского модерна // Архитектурное наследство. — М., 2012. — Вып. 56. — С. 261.
- ↑ «В „акватории“ Дачи Чернова» Интервью директора ГУ «Дирекция транспортного строительства» Владимира Шмидта Корр: Владимир Дмитриев. «Утро Петербурга», 17 октября 2003 года
- ↑ «В октябре завершится капитальный ремонт сада „Дача Чернова“» დაარქივებული 2007-10-25 საიტზე Wayback Machine. с сайта Дороги Санкт-Петербурга, информационный портал при поддержке Комитета по благоустройству и дорожному хозяйству დაარქივებული 2007-10-06 საიტზე Wayback Machine. Новости, 14 августа 2007 года