ჩელსი კლინტონი
ჩელსი ვიქტორია კლინტონი (ინგლ. Chelsea Victoria Clinton დ. 27 თებერვალი, 1980, ლიტლ-როკი) — ამერიკელი საზოგადოებრივი აქტივისტი და მწერალი.ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონისა და ყოფილი ყოფილი სახელმწიფო მდივნის და 2016 წლის აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის ჰილარი კლინტონის ერთადერთი შვილი. იგი 2011–2014 წლებში იყო NBC News–ის სპეციალური კორესპონდენტი და ახლა მუშაობს კლინტონის ფონდში Clinton Foundation და Clinton Global Initiative-ში. ამავე დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფონდში და შედის მმართველთა საბჭოში.[1]
ჩელსი კლინტონი | |
---|---|
ჩელსი კლინტონი 2016 წლის ივლისი | |
დაბადების თარიღი |
27 თებერვალი, 1980 (41 წლის) ლიტლ-როკი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
პროფესია | საჯარო პიროვნება |
მეუღლე(ები) | მარკ მეზვინსკი |
შვილ(ებ)ი | 3 |
მშობლები |
მამა: ბილ კლინტონი დედა: ჰილარი კლინტონი |
ჯილდოები | 100 ქალი (2018) |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჩელსი კლინტონი დაიბადა 1980 წლის 27 თებერვალს ლიტლ- როკში (არკანზასი). ბავშვობაში მამა- ბილ კლინტონი არკანზასის შტატის გუბერნატორი იყო. როდესაც ბილ კლინტონი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა 1993 წელს, ჩელსი თეთრ სახლში გადავიდა.[2]
1997-2001 წლებში ჩელსი სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა. დაამთავრების შემდეგ აიღო ბაკალავრის დიპლომი ისტორიაში. 2010 წელს მან მიიღო მაგისტრის ხარისხი მედიცინაში კოლუმბიის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში.[3] 2012 წელს მან დაიწყო მასწავლებლობის კარიერა იმავე უნივერსიტეტში.
ერთი პერიოდი მუშაობდა ჰეჯ-ფონდ Avenue Capital- სა და საკონსულტაციო ფირმა McKinsey and Company- ში.
საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა
რედაქტირება12 წლის ასაკიდან ჩელსი მამის იმიჯის მნიშვნელოვანი ნაწილია.მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა და ტელეკამერების სამიზნე იყო. [4]
დემოკრატიული ბანაკის 2008 და 2016 წლების საარჩევნო კამპანიის დროს ჩელსი აქტიურად უჭერდა მხარს დედას, ჰილარი კლინტონს.[5]
ჩელსი კლინტონი არის პოპულარული საბავშვო სამეცნიერო ფანტასტიკური წიგნების ავტორი და თანაავტორი. მოზრდილთა სამეცნიერო წიგნის თანაავტორი გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის შესახებ. აგრეთვე ავტორია სტატიებისა და პუბლიკაციების, რომლებიც ქვეყნდება მეინსტრიმულ მედიაში. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და პრემია.[6][7]
პირადი ცხოვრება
რედაქტირება2010 წლის 31 ივლისიდან კლინტონი დაქორწინებულია ბანკირ მარკ მეზვინსკიზე, რომელსაც ქორწინებამდე 5 წლის განმავლობაში ხვდებოდა. ქორწილში ჩელსი ვერა ვანგის კაბაში იყო გამოწყობილი. შეუღლების შემდეგ წყვილი სამი წლის განმავლობაში ნიუ-იორკში ცხოვრობდა. ჩელსი კლინტონს და მარკ მეზვინსკის ჰყავთ სამი შვილი: ქალიშვილი შარლოტა კლინტონი მეზვინსკი (დაიბადა 26 სექტემბერს, 2014 წ.) და ორი ვაჟი - აიდან კლინტონი მეზვინსკი (დაიბადა 18 ივნისს, 2016 წ.) და ჯასპერ კლინტონ მეზვინსკი (დაიბადა 22 ივლისს, 2019 წ.)[8] მარკ მეზვინსკი ებრაელი, მაგრამ ჩელსი მეთოდისტური ეკლესიის მრევლია და არ მიიღო იუდაიზმი. მეზვინსკის მშობლები კონგრესის ყოფილი წევრები არიან, მარჯორი მარგოლის-მეზვინსკი და ედუარდ მეზვინსკი, რომლებიც კონსერვატიული ებრაული ტრადიციების მიმდევრები არიან
. ჩელსი ბავშვობიდან ვეგანი იყო. 2011 წელს მამაც დაარწმუნა, დაეცვა ვეგანური დიეტა.[9]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Maggie Haberman. Foundation renamed for all 3 Clintons[მკვდარი ბმული] (ინგლ.). POLITICO. მიმართვის თარიღი: 20 ნოემბერი 2019.
- ↑ Mani, Bonnie G. (2007). Women, power, and political change. Lexington Books. p. 218.
- ↑ Chiang, Harriet (June 18, 2001). "Stanford graduation for Chelsea Clinton"[მკვდარი ბმული]. San Francisco Gate. Retrieved March 7, 2012.
- ↑ Roberts, Roxanne (February 27, 1996). "16 Candles for Chelsea"[მკვდარი ბმული]. The Washington Post. Retrieved August 3, 2010.
- ↑ Corasaniti, Nick (January 12, 2016). "Chelsea Clinton, Again Her Mother's Surrogate, Takes Up the Fight Against Bernie Sanders". The New York Times. Retrieved February 20, 2019.
- ↑ Chiang, Harriet (June 18, 2001). "Stanford graduation for Chelsea Clinton"[მკვდარი ბმული]. San Francisco Gate. Retrieved March 7, 2012.
- ↑ Corasaniti, Nick (January 12, 2016). "Chelsea Clinton, Again Her Mother's Surrogate, Takes Up the Fight Against Bernie Sanders"[მკვდარი ბმული]. The New York Times. Retrieved February 20, 2019.
- ↑ Baker, Peter (November 30, 2009). "Chelsea Clinton Announces Engagement". The New York Times. Retrieved August 5, 2010.
- ↑ "Chelsea Clinton Reveals She Left Baptist Church Over Abortion, Insulted When People Question Hillary's Faith".[მკვდარი ბმული] www.christianpost.com. Retrieved January 13, 2017.