ნიკოლოზ ჩაჩავა

ქართველი პოეტი და ჟურნალისტი
(გადამისამართდა გვერდიდან ჩაჩავა, ნიკოლოზ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩაჩავა.

ნიკოლოზ ვლადიმერის ძე ჩაჩავა (დ. 26 ივნისი, 1901, ქუთაისი — გ. 14 აგვისტო, 1974, თბილისი) — ქართველი პოეტი, ჟურნალისტი.

ნიკოლოზ ჩაჩავა
დაბადების თარიღი 26 ივნისი, 1901(1901-06-26)
დაბადების ადგილი ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 14 აგვისტო, 1974(1974-08-14) (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი და ჟურნალისტი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მეუღლე ნინო ირემაძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია და სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. ლექსების წერა ქუთაისში დაიწყო, აქვე აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდობის ლიტერატურულ-შემოქმედებით წრეებში. 1922 წელს შევიდა თბილისში დაარსებულ ფუტურის-ლეფელთა ლიტერატურულ გაერთიანებაში და ამ დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

ნიკოლოზ ჩაჩავა რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორია: „სიცოცხლეს ვუმღერ“, „სადაც ვშობილვარ“, „ცისა და მიწის“, „რაც განმიცდია“, „ამ ქვეყანაზე“, „ამ თაობიდან იმ თაობამდე“, „მე ისევ ვცოცხლობ“ და სხვები. ის ასევე აქტიურად ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. ქართველ მკითხველს გააცნო რუსი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი, სომეხი და ოსი პოეტების ლექსები. გარდა ამისა დაუცხრომელად იღწვოდა ქართულ ჟურნალ გაზეთებში. იყო ალმანახ „ლიტერატურა და სხვას“ რედაქტორი, გაზეთ „დროულის“ თანარედაქტორი, „ლიტერატურული გაზეთის“, „ჩვენი თაობისა“ და „დროშის“ აქტიური თანამშრომელი.

ღვაწლმოსილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე დაჯილდოვებული იყო იაკობ გოგებაშვილის მედლით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით დაკრძალულია მისი მეუღლე — ნინო ნიკოლოზის ასული ირემაძე (დ. 25 დეკემბერი, 1917, თბილისი — გ. 21 ივლისი, 1989, იქვე).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 377, თბ., 1994