ჩარიხი
ჩარიხი (აზერ. Çarıq) — აზერბაიჯანული ნაციონალური ფესხაცმელი.
ჩარიხები აზერბაიჯანში ყველაზე გავრცელებული ფეხსაცმელი იყო, განსაკუთრებით გლეხებს შორის. ის იკერებოდა ან მსხვილი რქოსანი პირუტყვის ნედლი ტყავისაგან (გენ/კენ), რომელსაც თვითონ გლეხები თავად ქმნიდა, ან ტყავისაგან, რომელიც მუშავდებოდა უფრო დახვეწილი მეთოდებით (აშილანმიშ კენ). ეს უკანასკნელები ერთობ ძვირფასად ითვლებოდ, ამიტომაც შეძლებული გლეხებს შეეძლოთ მისი შეძენა.
ჩარიხებს შალის წინდებზე ან ფეხზე შემოხვეულ ბამვის ქსოვილზე იცმევდნენ (პატავა, დოლაგი). ღარიბი გლეხები ჩარიხებს მუდმივად ატარებდნენ, როგორც ყოველდღიურად, ისე სადღესასწაულო დღეებში.
არსებობს რამდენიმე სახის ჩარიხები — ტეკბურუნი, შირაზი, გიზგაიტარანი, შატირი, გუშბურუნი, შირვანი, კალმანი, შირმანი და სხვ.
ისინი ორი ტიპის თასმებით იკვრებოდა — ან დაწნული შალისაგან (ტოხუნმა ბაგი), ან დაგრეხილი (ეშმე ბაგი). თვითოეული ჩარიხის სიგრძე 130—150 სმ-მდე დადიოდა. თუ წინდას მუხალმდე იცვამდნენ, მაშინ გრძელ თასმას იყენებდნენ.