ჩარდახის ნამოსახლარი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ჩარდახის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთა-გორის საავტობილო გზიდან მარჯვნივ, 400 მეტრზე, ხელოვნურად წარმოქმინილ გორაზე (დიამეტრი 60 მეტრი, სიმაღლე 8-10 მეტრი). შეგროვებული კერამიკული მასალის მიხედვით, ნამოსახლარი თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბოხოჩაძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 325.