ჩარგლის ეკლესია
ჩარგლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგლის ჩრდილო-დასავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება XIX საუკუნის II ნახევრით.
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. შიგნითა კედლების წყობაში კვადრატული აგურიცაა გამოყენებული. კამარა ჩაქცეულია, ჩამონგრეულია კედლების ზედა ნაწილი. შასასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. დასავლეთ კარს კვადრატული აგურით ნაგები თაღი აქვს, სამხრეთისა კი შიგნით და გარეთ სწორკუთხოვანია. ეკლესია უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული. აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში ბრტყელი თაღით გადახურული თითო განიერი სარკმელია. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშიცაა. ფასადებზე შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები, დასავლეთის შესასვლელის თავზე - შეღრმავებული ჯვრის პოსტამენტი.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 338.