ჩაპარალი (ესპ. chaparal/chaparro - ჯაგმუხის რაყა) — სუბტროპიკული ქსეროფილური, ხეშეშფოთლოვანი და მარადმწვანე ბუჩქნარი. გავრცელებულია კალიფორნიაში, მის აღმოსავლეთ შტატებსა და მექსიკაში. გავრცელებულია ზღვის დონიდან 600-2100 (ზოგან 2400) მეტრზე. ჩაპარალი ხანძრითა და ძოვებით გაჩანაგებული ხეშეშფოთლოვანი ტყეების ადგილას ჩნდება. მას წყალდაცვითი ფუნქცია აქვს.

ჩაპარალი კალიფორნიასთან ახლოს

ლიტერატურარედაქტირება