ჩალიანის სამაროვანი

ჩალიანის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში დასავლეთით , ნალიანის ხევის მარცხნივ დაფერდებულ ნაწილში. სამაროვანი ორიარუსიანია, ქვედა იარუსის სამარხები ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულს განეკუთვნება ზედა ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისს. ძეგლს 1959 წელს მიაკვლია იაე ისტორის არქეოლოგის და ეთნოგრაფის (ხელმძღანელმა კიაზო ფიცხელაურმა) იგი ძლიერ იყო დაზიანებული. სამაროვანი დიდ ფართობს (1000x300მ)მოიცავს. ყველა სამარხი ორმო ოთკუთხაა და ხის ძელებით ყოფილა გადახურული. მიცვალებულები სამარხის ცენტრის ნაწილში არიან დასვენებულნი მარცხენა ან მარჯვენა გვერდზე ძლიერ მოხრილი კიდურებით, თავით ჩრდილოეთით ან ჩრდილო-აღმოსავლეთით. გარშემო თიხის ჭურჭელი ჰქონდათ შემოწყობილი. აღმოჩნდა ლითონის იარაღი და სამკაულიც. ერთ-ერთ სამარხში მიცვალებულს თავი ხელსაფქვავის ქვაზე ედო. მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ ეთნიკურ საცავში.

ლიტერატურა რედაქტირება