ჩაკონა
ჩაკონა (ესპ. chacona, იტალ. ciaccona) — 1. ძველებური ცეკვა. შეიქმნა XVI საუკუნის ბოლოს ესპანეთში. სრულდებოდა ცოცხალ ტემპში. მუსიკალური ზომა 3/4. XVII საუკუნის დასაწყისში გავრცელდა საფრანგეთში, მიიღო ნელი, მდოვრე ხასიათი. 2. XVII-XVIII საუკუნის დასავლეთ ევროპის მუსიკაში ჩაკონა საკრავიერი პიესაა, ბანში უცვლელად გამეორებადი თემით. მუსიკალური ზომა 3/4. ახლოსაა პასაკალიასთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 76.