ჩაკმაშურაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. სამნაკვთიანია, ზოგჯერ სრულიად დაუნაკვთავი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა თხელი აბლაბუდისებრია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი გრძელი აქვს, ცილინდრული ფორმის, თხელი, იშვიათად საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ოვალური და თეთრი. რბილობი მკვრივი და მდნარია, სასიამოვნო და ჰარმონიული გემოთი.

ჩაკმაშურა სრულ სიმწიფეში სექტემბრის პირველ ნახევარში შედის. ვაზი ძლიერი ზრდისა და მცირემოსავლიანია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო, ასევე გამოიყენება სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 423