ჩაის ფოთლის საჭრელი მანქანა
ჩაის ფოთლის საჭრელი მანქანა — უწყვეტი ქმედების მანქანა, რომლის დანიშნულებაა ჩაის ფოთლის ქსოვილ-უჯრედოვანი სტრუქტურის დარღვევა და მისი შემდგომი დაქუცმაცება. ჩაის ფოთლის საჭრელი მანქანის ძირითადი ნაწილებია ბუნკერი, შნეკების საკანი, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მბრუნავი შნეკი, რომელთაგან ერთი ფრთიანია, ხოლო მეორეს აქვს 45°-ით ალესილი სამკუთხა ხვიები. ისინი დანების როლს ასრულებენ. შნეკები ბრუნვით მოძრაობას ღებულობენ ელექტროძრავადან ღვედური გადაცემის, რედუქტორისა და ქუროს საშუალებით და ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავენ.
ბუნკერში ჩატვირთული ჩაის ფოთოლი გადაეცემა შნეკების საკანს. შნეკების ხვიებს შორის მოხვედრილი ფოთოლი გადაადგილების პროცესში იგრიხება და ქუცმაცდება. შნეკის დაწოლის გამო ჩაის მასა გადის დიაფრაგმის ნახვრეტებში, დამატებით იჭყლიტება და შნეკების კამერიდან გადმოიტვირთება.
ლიტერატურა
რედაქტირება- დომიანიძე კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 75.