ჩაის ნახევარფაბრიკატის მახარისხებელი ქარხანა

ჩაის ნახევარფაბრიკატის მახარისხებელი ქარხანა შედგება მკვებავი ბუნკერის, საჭრელების, ელევატორების, მახარისხებელი ჩარჩოებისაგან. მანქანის ჩარჩოზე გადაჭიმულია ბადეები, რომელთა უჯრედები სხვადასხვა ზომისაა. ჩარჩო ჰორიზონტალურ სივრცეში ასრულებს წრიულ-გადატანითს მოძრაობას. ნახევარფაბრიკატი მკვებავი ბუნკერიდან გადაეცემა საჭრელს, შემდეგ ჩამჩებიან ელევატორსა და ზედა მახარისხებელ ჩარჩოს. პირველი საჭრელის ორივე ლილვაკი ერთნაირი სიჩქარით ბრუნავს, ამიტომ ჩაი ნაკლებად ქუცმაცდება და წვრილი ფრაქცია მსხვილისაგან ადვილად გამოიყოფა. გამოცრილი ჩაი გროვდება ტომრებში, ხოლო გაუცრელი გადაეცემა ქვედა მახარისხებელ ჩარჩოს, რომელსაც ორი შეწყვილებული ფრთა აქვს. პირველ ფრთაზე ჩაი გაივლის მეორე საჭრელს, რომლის ლილვაკები სხვადასხვა სიჩქარით ბრუნავს. დაჭრილი ჩაი გადაეცემა მეორე ფრთას, იცრება და ტომრებში გროვდება. დარჩენილი მსხვილი ფრაქცია ელევატორით გადადის მესამე საჭრელზე და შემდეგ ქვედა ფრთაზე ხარისხდება. ბოლო ფრთიდან გამოსულ მსხვილ ფრაქციას განმეორებით ახარისხებენ.

ლიტერატურა

რედაქტირება