ჩაისუბნის სამების ეკლესია

ჩაისუბნის სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში. ტაძარი გეგმის მიხედვით დარბაზული ტიპის აფსიდიან ნაგებობას წარმოადგენს. აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში.

ჩაისუბნის სამების ეკლესია
ჩაისუბნის სამების ეკლესია — საქართველო
ჩაისუბნის სამების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩაისუბანი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნე
დეტალები
სიგრძე 16,7მ
სიგანე 10,7
მასალა ცემენტი, ქვითკირი, თუნუქი

ტაძარი XIX საუკუნის მეორე ნახევარში ააგო სოფელში მცხოვრები ბერძნულმა თემმა, 1874-1956 წლებში. 1981 წლის სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, ეკლესია მიტოვებული და დანგრეული იდგა. ამჟამად აღდგენილია და მასში განახლდა ღვთისმსახურება. ტაძარი ემსახურება ქართულ ქრისტიანულ მრევლს. ტაძარი გეგმის მიხედვით დარბაზული ტიპის აფსიდიან ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც დარბაზის კამარაზე ცრუ გუმბათი აქვს დაშენებული. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ტაძარში აღდგენისა და განახლების შემდეგ გარკვეულ ცვლილებე შეიტანეს.

ინტერიერის კედლები განახლების დროს ხელახლა გადალესეს და გადაღებეს, ასევე მიმდინარეობს კონქის მოხატვა. განახლების დროს გამოიცვალა ქვის კვადრებიანი იატაკი და მის ნაცვლად დაგებულია თანამედროვე ქვის მონაცრისფრო ფილები. ასევე გამოცვალეს რკინის შესასვლელი კარი და თაღოვანი სარკმლები. კამარასთან ერთად, აღდგენილია ცრუ გუმბათიც, რომელიც შემოსილია თუნუქის ფურცლებით. ტაძრის ფასადებზე ფლეთილი ქვების სწორხაზოვანი წყობა ცემენტის სქელი ფენით გადალესეს. ტაძრის ზომებია 16,7X10,7 მ. ტაძრის ერთადერთი შესასვლელი - მაღალი თაღოვანი კარია, რომელიც დასავლეთის კედელშია გაჭრილი. ტაძრის შესასვლელს ღია კარიბჭე უძღვება წინ, რომლის ბრტყელი გადახურვა ორ დამოუკიდებელ და ორსაც ტაძრის კედელთან მიდგმულ კვადრატულ სვეტს უჭირავს. ტაძრის საფასადო კომპოზიცია სადა და მოკლებულია ავთენტურობას. აფსიდში სამი მომცრო ზომის ვიწრო სარკმელია, რომელთა თავზე, კონქის არეში, ერთი წრიული სარკმელია დამატებით ჩასმული. სამ-სამი მაღალი თაღოვანი სარკმლითვე სიმეტრიულად დანაწევრებულია ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლები. ტაძარი გარედან ცემენტით არის შელესილი. გადახურულია თუნუქით. თუნუქის ფირფიტებითვე აკრულია თაღოვანი სარკმლებით დანაწევრებული მაღალი, ცრუ გუმბათი. ტააძრის ინტერიერი, ექსტერიერის მსგავსად სადა და განახლებულია. შიდა სივრცე კამარით არის გადახურული, რომელსაც აღმოსავლეთით, სატრიუმფო თაღისა და ორსაფეხურიანი სოლეის მეშვეობით გამოეყოფა კონქით გადახურული საკურთხეველი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11717