ჩათქოის ხიდი

ხიდი თურქეთში

ჩათქოის ხიდი, ჩილანჩოფრუს ხიდი — ხიდი თურქეთში, ჩათქოის ხიდი მდინარე ფორტუნას მარჯვენა შენაკადის ჩათქოის ხეობის ბოლო, ამავე სახელწოდების სოფლის თავში მდებარეობს. ქ. არდაშენიდან ჩილანჩოფრუმდე 49,5 კმ-ია. ამ ხეობას ზოგჯერ ადგილობრივი მოსახლეობა ელევითდერეს სახელითაც მოიხსენებს.

ძეგლი ზღვის დონიდან 900 მეტრზეა. თაღოვანი ხიდი ჩათქოის წყლის ერთ-ერთ შედარებით შევიწროებულ მონაკევთშია აგებული. ხიდის თაღი თითქოს ელიფსური მოყვანილობისაა. თაღის საპირეწყობის ქვები ერთმანეთთან კირხსნარის თხელი ფენით უკავშირდება. ხიდს შუა წელზე ემჩნევა ადრეულ ეპოქაში დაზიანების კვალი. ხიდის მარჯვენა მხარის სავალი ნაწილის სიგრძე — 23,5 მეტრია, მარცხენასი — 15 მეტრი, მთლიანის სიგრძე — 37,5 მეტრი, ხიდის სავალი ზედაპირი ქვის ფილებითაა დაფენილი და ამავე დროს დასაფეხურებულია. ხიდის სიგანე — 3 მეტრია, სავალი ბილიკის სიგანე — 2,4 მეტრი, ბურჯის სიგანე — 2,85 მეტრი ხოლო თაღის ქუსლის სიგანე — 2,65 მეტრი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 71 ISBN 978-9941-0-6458-6.