ჩათვლა
ჩათვლა — ცოდნის შემოწმების ფორმა; როგორც წესი, ჩათვლით თავდება სტუდენტებისა და საშუალო სპეციალისტური სასწავლებლების მოსწავლეთა მიერ ჩატარებული მუშაობა პრაქტიკულებზე და სემინარებზე, სასწავლო და საწარმოო პრაქტიკა, საკურსო პროექტების დაცვა. სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა ჩათვლა (არაუმეტეს 6-ისა) სემესტრის ბოლოს აუცილებელი პირობაა გამოცდებზე დასაშვებად. ე. წ. დიფერენციული ჩათვლის დროს ისმება ცოდნის შეფასების ნიშანი, ხოლო ასეთი ჩათვლისთვის განკუთვნილი სასწავლო დისციპლინების სიას ამტკიცებს უმაღლესი სასწავლებლის (ან ფაკულტეტის) და საშუალო სპეციალისტური სასწავლებლის პედსაბჭო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 70.