ჩადრისთავის საყდარი

ჩადრისთავის საყდარიეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,5 X 5,35 მ), ნაგებია ქვიშაქვით, გამოყენებულია რიყის ქვაც. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელზე მიდგმულია მწვანე ტუფის კარგად გათლილი ქვებით ნაწყობი სატრაპეზო.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება