ჩაბანოს მეორე ეკლესია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩაბანოს ეკლესია.

ჩაბანოს მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაბანოს ჩრდილოეთით, სასაფლაოსთან ახლოს. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. აღმოსავლეთ კედელი და აფსიდი თითქმის მთლიანად დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ ნახევარწრიული აფსიდის მხრების წყობის რამდენიმე ქვა, ჩამონგრეულია გადახურვა და ჩრდილოეთ კედლის ზედა ნაწილი, სამხრეთით თაღოვანი შესასვლელია, დასავლეთით ერთი სწორკუთხა სარკმელი. ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რამდენიმე ნაბიჯზე, თანადროული კოშკის ნანგრევებია. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1,5 მეტრს არ აღემატება. ეკლესიას და კოშკს შემოვლებული ჰქონია წრიული გალავანი.

ლიტერატურა

რედაქტირება