შურტაარაბ. შირტაჰ, საპოლიციო მოხელე, წესრიგის დამცველი VIII-XII საუკუნეების თბილისში. ეს სამოხელეო ინსტიტუტი საქართველოში არაბებმა დაამკვიდრეს, როგორც ჩანს, თბილისის საამიროს შექმნასთან ერთად. არაბთა ბატონობის გადავარდნის შემდეგ შურტა დამკვიდრდა ქართულ სამოხელეო წყობილებაში როგორც სახელმწიფო გადასახადის ამკრეფი. XI-XII საუკუნეებში ქართული სამეფო სიგელებში იხსენიება როგორც შურტა, ისე საშურტაო გადასახადი, რაც ადასტურებს ამ მოხელის არსებობას ჯერ კიდევ თბილისის შემოერთებამდე XII საუკუნეში. შემდეგ შურტა წყაროებში აღარ იხსენიება.

ლიტერატურა

რედაქტირება