ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შურა ჯაველიძე (დ. 11 აგვისტო, 1923, თბილისი — გ. 1999) — ქართველი არქიტექტორი.

შურა ჯაველიძე
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 11 აგვისტო, 1923(1923-08-11)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 1999
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი
მოქალაქეობა  სსრკ

ბიოგრაფია

რედაქტირება

1941 წელს საბჭოთა არმიაში გაიწვიეს და იყო II მსოფლიო ომის მონაწილე. დემობილიზაციის შემდეგ კი დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად, სადაც დაამთავრა ასპირანტურა და დაიწყო პროფესიული მოღვაწეობა. მოსკოვში ყოფნის პერიოდში მუშაობდა საპროექტო ორგანიზაციაში და აქტიურად მონაწილეობდა ქალაქის მნიშვნელოვან ობიექტებზე პროექტების შექმნაში. 1962 წელს დაბრუნდა თბილისში და დაიწყო მუშაობა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტში („თბილზნიეპი“), სადაც ხელმძღვანელობდა ტექნიკურ განყოფილებას. აქტიურად მონაწილეობდა საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობების ახალი კონსტრუქციული სქემების, უნიფიცირებელი ნაკეთობებისა და ტიპური პროექტების შემუშავებაში. 1976-1989 წლებში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ „საქკურორტპროექტში“ ტექნიკური განყოფილების გამგედ და მონაწილეობდა საკურორტო დანიშნულების ობიექტებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების პროექტირებაში. მიღებული ჰქონდა სხვადასხვა საპატიო სიგელები და ჯილდოები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. თბ., 2017 გვ. 734

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შურა_ჯაველიძე“-დან