შულაური — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის შულაურის ნასოფლარში.

მდინარე ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, სოფლების გაბილთასა და გნუღს შორის მთის ფერდობზე მდებარეობს ნასოფლარი შულაური. ბანიანი სახლები ტერასულად იყო განლაგებული. სახლები გეგმით კვადრატულია. მათი გადახურვა მთლიანად ჩამონგრეულია. შენობები ნაგებია ფლეთილი ქვით, წყობა მშრალია.

ნასოფლარის ქვემოთ, ფერდობის ძირას შემორჩენილია 9 აკლდამა. მცირე ზომის აკლდამები გეგმით კვადრატულია და გადახურულია ფიქალით.

ლიტერატურარედაქტირება

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 216