შტანზერჰორნი (გერმ. Stanserhorn) — მთა ურნერის ალპებში, შვეიცარიაში. მდებარეობს ნიდვალდენის კანტონში, ობვალდენის კანტონთან საზღვრის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 1898 მეტრზე.

შტანზერჰორნი
კოორდინატები: 46°55′47″ ჩ. გ. 8°20′25″ ა. გ. / 46.92972° ჩ. გ. 8.34028° ა. გ. / 46.92972; 8.34028
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სიმაღლე 1 898 
ქედი ურნერის ალპები
შტანზერჰორნი — შვეიცარია
შტანზერჰორნი

1893 წელს, გაიხსნა ფუნიკულიორის გზა, რომელსაც ხალხი მწვერვალზე უნდა აეყვანა. მისი ზედა ნაწილი 1970–იან წლებში საბაგირო გზამ ჩაანაცვლა. მწვერვალიდან შესაძლებელია საფრანგეთის ელზასის ტერიტორიისა და გერმანიის შვარცვალდის ტყის დანახვაც კი.[1]

2001 წელს, მწვერვალზე გაიხსნა რესტორანი.

2012 წლის 29 ივნისს გაიხსნა ახალი საბაგირო, რომლის ტევადობაც 60 კაცია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება