შრომითი დიდების ორდენი

შრომითი დიდების ორდენი (რუს. Орден Трудовой Славы) — სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 18 იანვრის ბრძანებულებით დაწესებული ორდენი. შრომითი დიდების ორდენით აჯილდოებენ მრეწველობის, ტრანსპორტის, მშენებლობის მუშებს და ამ დარგების წარმოების ოსტატებს, კოლმეურნეებსა და სოფლის მეურნეობის მუშაკებს მრავალი წლის თავდადებული მაღალნაყოფიერი შრომისათვის. შრომითი დიდების ორდენი 3 ხარისხისაა: I, II და III. ორდენის უმაღლესი ხარისხია I ხარისხი. სამივე ხარისხის ორდენი მზადდება ვერცხლისაგან. შრომითი დიდების ორდენს ატარებენ მკერდის მარცხენა მხარეს, დიდების ორდენის გვერდით.

მედლები და მუარის ლენტები რედაქტირება

I ხარისხი II ხარისხი III ხარისხი
     
მუარის ლენტები
     

ლიტერატურა რედაქტირება