შპლიუგენის უღელტეხილი
შპლიუგენის უღელტეხილი (გერმ. Splügenpass) — უღელტეხილი ალპებში, იტალიისა და შვეიცარიის საზღვარზე. მდებარეობს ლეპონტისა და რეტის ალპების შესაყარზე, ლომბარდიისა და გრაუბიუნდენის ტერიტორიებზე. სიმაღლე 2113 მ. აკავშირებს ჰინტერაინის ხეობასა და შპლიუგენს (შვეიცარია) ვალე-შპლუგასთან და კიავენასთან (იტალია). შემდეგ გზა გრძელდება კომოს ტბის გაყოლებით. სან-ბერნარდინოს უღელტეხილის ქვეშ გაყვანილი გვირაბის შემდეგ შედარებით დაკარგა მნიშვნელობა, თუმცა ზამთრის პერიოდში უღელტეხილი გახსნილია. შპლიუგენის უღელტეხილზე გადადის მდინარეების რაინისა (ჩრდილოეთით) და პოს (სამხრეთით) აუზების წყალგამყოფი.
შპლიუგენის უღელტეხილი | |
---|---|
შპლიუგენის უღელტეხილი | |
კოორდინატები: 46°30′20″ ჩ. გ. 09°19′49″ ა. გ. / 46.50556° ჩ. გ. 9.33028° ა. გ. | |
ქვეყანა | იტალია შვეიცარია |
ტერიტორიული ერთეული | ლომბარდია გრაუბიუნდენის კანტონი |
სიმაღლე | 2113 მ |
ქედი | ლეპონტის ალპები რეტის ალპები |
1840 წელს უღელტეხილზე იმოგზაურა ინგლისელმა მწერალმა მერი შელიმ, რომელმაც აღწერა გავლილი გზა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „შპლიუგენის უღელტეხილი“ ვიკისაწყობში.
- ისტორია დაარქივებული 2005-02-04 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)