შოღაკათის ეკლესია

შოღაკათის ეკლესია (სომხ. Շողակաթ եկեղեցի; ნიშნავს „სინათლის წვეთს“) — ეკლესია სომხეთში, ვაღარშაპატში, არმავირის პროვინციაში. აიგო 1694 წელს პრინც აღამალ სოროტეცის მიერ კათოლიკოს ნაჰაბედ I-ის დროს.

შოღაკათის ეკლესია
ოფიციალური სახელი: ეჩმიაძინის კათედრალი და ეკლესიები და ზვართნოცის არქეოლოგიური ძეგლი
*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
ტიპი კულტურული მემკვიდრეობა
კრიტერიუმები ii, iii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 40°10′00″ ჩ. გ. 44°18′00″ ა. გ. / 40.16667° ჩ. გ. 44.30000° ა. გ. / 40.16667; 44.30000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 1011
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

ტაძარი აგებულია წმინდა ადგილზე, სადაც წმინდა გაიანესა და რიფსიმეს მიმდევარი უცნობი მონაზვნების ჯგუფი აწამეს სომხეთის ქრისტიანულ ქვეყნად გარდაქმნის პერიოდში, 301 წელს. V საუკუნის სომეხი ისტორიკოსი აგათანგელოსი წერს, რომ ახალგაზრდა და ლამაზი რიფსიმე, რომელიც ამ დროს ქრისტიანი მონაზონი იყო რომში, ძალით დააქორწინეს რომის იმპერატორ დიოკლეტიანეზე. იგი წინამძღვარ გაიანესა და სხვა მონაზვნებთან ერთად ტირან იმპერატორს სომხეთში გაექცა. სომხეთის წარმართმა მეფე თრდატმა დიოკლეტიანესაგან წერილი მიიღო, სადაც იმპერატორი რიფსიმეს სილამაზეს აღწერდა. თრდატმა აღმოაჩინა მონაზვნების სამალავი და შეუყვარდა რიფსიმე, მოგვიანებით კი გაიანე. მისი გრძნობების უარყოფის შემდეგ რიფსიმე და გაიანე ცალკ-ცალკე აწამეს მათი სახელობის ეკლესიების ადგილას. დანარჩენი 38 მონაზონი შოღაკათის ეკლესიის ადგილას აწამეს. ტაძრის სახელი სინათლის იმ სხივს აღნიშნავს, რომელიც მონაზონთა მარტვილობისას გამოჩნდა. მოგვიანებით მეფე თრდატმა ქრისტიანობა მიიღო და ის ქვეყნის ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა.

არქიტექტურა

რედაქტირება

ადრეული ნაგებობები

რედაქტირება

შოღაკეთის ეკლესიის ადგილას იდგა VI ან VII საუკუნის ტაძარი, რომელიც არ შემორჩენილა. ითვლება, რომ დღევანდელი ეკლესია უფრო ადრეული ეკლესიის ფუნდამენტზე დგას (სხვა წყაროების მიხედვით, ტაძარი შესაძლოა აგებული იყოს XIII საუკუნის ეკლესიის საფუძველზე). ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ ბოლოში გათხრებმა გამოავლინა ერთპალატიანი ეკლესიის ნაშთები, რომელიც საფეხურებრივ პლატფორმაზე იყო აგებული. იგი IV საუკუნის მემორიალურ სამლოცველოდაა მიჩნეული. სამხრეთ კედელთან პატარა, ნახევარწრიული აფსიდა. მიიჩნევა, რომ ის სამხრეთი პორტიკის ფუნქციას ასრულებდა. კედლების საფუძველი IV-V საუკუნეების სომხური ეკლესიების მსგავსად ხასიათდება. სამლოცველოს ორი პორტალიდან ერთი სამხრეთით, მეორე კი დასავლეთით იყო განთავსებული.

შოღაკათის ეკლესია

რედაქტირება

შოღაკათი გუმბათოვანი, ერთნავიანი ბაზილიკაა ნახევარწრიული აფსიდით აღმოსავლეთ ბოლოში, რომლის ორივე მხარეს ვიწრო სამლოცველოა განთავსებული. აფსიდის გარკვეული ნაწილები შესაძლებელია V საუკუნით დათარიღდეს. ეკლესიის დასავლეთ ბოლოს ეკვრის ტაძრის თანადროული ღია, თაღოვანი გალერეა. გალერეაში მოხვედრა შესაძლებელია წინა ფასადზე არსებული დიდი, თაღოვანი შესასვლელით, რომლის პირდაპირაც ტაძრის მთავარი პორტალი მდებარეობს. დასავლეთ ფასადზე, თაღის ორივე მხარეს, ისევე, როგორც სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე ღია თაღოვანი ფანჯრებია განთავსებული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Brady Kiesling, Rediscovering Armenia, p. 34; original archived at Archive.org, and current version online on Armeniapedia.org.
  • Kiesling, Brady (2005), Rediscovering Armenia: Guide, Yerevan, Armenia: Matit Graphic Design Studio

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება