შოტლანდიური ფოლდი
შოტლანდიური ფოლდი — კატის ერთ-ერთი ჯიში დომინანტური მუტაციით, რის გამოც მისი ყურის ხრტილები შეიცავენ ნაკეცს, შედეგად ყურები მიმართულია წინ და დაშვებულია ქვემოთკენ. ამის გამო ხშირად ამბობენ, რომ ამ ჯიშს ბუს მსგავსი გარეგნობა აქვს.[1]
თავდაპირველად მათ ყურდაშვებულ კატებს ეძახდნენ, შოტლანდიური ფოლდი კი 1966 წელს ეწოდათ. რეგისტრაციის მიხედვით, გრძელბეწვიანი ფოლდები შეიძლება მოხსენიებული იყვნენ, როგორც ზეგნის ფოლდი, გრძელბეწვიანი შოტლანდიური ფოლდი, გრძელბეწვიანი ფოლდი და კუპარი.[2]
ისტორია
რედაქტირებაწარმოშობა
რედაქტირებაეს კატები თავიანთ წარმოშობას მუტაციას უნდა უმადლოდნენ, რაც 1961 წელს პერტშირის ერთ-ერთ ფერმაში დაბადებულ თეთრ კნუტ სუზიში გამოვლინდა. მისი კნუტებიდან ორს დედის მსგავსად ნაკეცები ჰქონდათ, რომელთაგან ერთ-ერთი მწყემსმა, სახელად უილიამ როსმა შეიძინა.[3] მან ეს ჯიში 1966 წელს დაარეგისტრირა და გენეტიკოს პეტ ტერნერის დახმარებით გამრავლება დაიწყო. შეჯვარების პროგრამაში პირველი 3 წლის განმავლობაში გაჩნდა 76 კნუტი - 42 დაკეცილი და 34 სწორი ყურებით. შედეგად დაასკვნეს, რომ მუტაცია დომინანტურ გენში ხდებოდა.[4]
სუზის შვილებიდან მხოლოდ სნუკსმა შეძლო კნუტების გაჩენა, მეორეს კი დაბადებიდან მალევე სტერილიზაცია გაუკეთეს. სნუკსის დაბადებიდან სამ თვეში სუზი მანქანამ გაიტანა. დღეს არსებული ნებისმიერი შოტლანდიური ყურებდაშვებული კატის გენეალოგია მისგან იწყება.[3]
პოპულარობა
რედაქტირებაამ ჯიშს თავიდან უნდობლად შეხვდნენ, რადგან ყრუები ეგონათ, მაგრამ შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა და თანდათან გაქრა.[3] ჯიშის იშვიათი ფიზიკური მახასიათებლებისა და მათი, როგორც განსაკუთრებით მოსიყვარულე კომპანიონების რეპუტაციის გამო, ფოლდებზე მალე გაიზარდა მოთხოვნა და დღემდე ამ ჯიშის კნუტები გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე სხვა კატებისა.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.cfa.org/Breeds/BreedsSthruT/ScottishFold/SFArticle.aspx
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-27. ციტირების თარიღი: 2014-08-10.
- ↑ 3.0 3.1 3.2 http://www.zooclub.ge/katis-jishebi/alersiani-katebi/263-skotish-foldi.html[მკვდარი ბმული]
- ↑ http://fanciers.com/breed-faqs/scottish-fold-faq.html
- ↑ http://www.petplace.com/cats/choosing-a-scottish-fold/page1.aspx