შორენა
სახელი
შორენა — მიღებულია ბორენასგან გრაფიკული ცვლილების გზით (ძველ ქართულ ანბანში შ და ბ ასოები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ამიტომ ბორენა შეიძლება შეცდომით წაეკითხათ როგორც შორენა). გააზრებულია როგორც "შორეული" (ძნელად მისაწვდომი). ეს სახელი ჰქვია კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენაში" მთავარ გმირ ქალს, დიდოსტატ კონსტანტინე არსაკიძის სატრფოს.