შოლოშეთის ციხეარქიტექტურული ძეგლი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში. შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან შიდა ციხისგან და მის სამხრეთით მიშენებული სივრცისგან. შიდა ციხე სიგრძეში 50 და სიგანეში 25 მეტრია, ხოლო სამხრეთის ნაწილი სიგრძეში 53 და სიგანეში 18 მეტრია. ციხის კედლები ჩამოშლილია და ცრდილოეთის მხრიდან, საიდანაც ყველაზე კარგად არის შემორჩენილი წყობა, აღწევს 1-1.5 მეტრს სიმაღლეში. კედლები ნაგები არის ფლეთილი ქვით მშრალი წყობის ტექნიკით. ციხეს შესასვლელი უნდა ქონოდა სამხრეთ დასავლეთის მხრიდან.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17520