შოთა ჯაფარიძე (პოლიტიკოსი)
შოთა ჯაფარიძე (დ. 15 დეკემბერი, 1924, ქობულეთი — გ. 12 ივნისი, 2006) — ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1953). ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობას. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიიის ავტორი. ღირსების ორდენის კავალერი.
შოთა ჯაფარიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 დეკემბერი, 1924 |
დაბადების ადგილი | ქობულეთი |
გარდაცვალების თარიღი | 12 ივნისი, 2006 (81 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | ისტორიკოსი |
ჯილდოები |
1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი“. უფლებამოსილება შეუწყდა ვადამდე, პირადი განცხადების საფუძველზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შოთა ჯაფარიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- შოთა ჯაფარიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი