შოთა სამსონია (დ. 24 იანვარი, 1941, თბილისი — გ. 3 აპრილი, 2022) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი და ქიმიკოსი.

1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. 1967–1969 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრის ასისტენტი; 1970-1977 წლებში დოცენტი; 1978–1990 წლებში პროფესორი და კათედრის გამგე ; 1995 წლიდან არის საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ მეცნიერ–კონსულტანტი; სოროსის ფონდის პროფესორი(1995). არის 460–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 27 წიგნის, სახელმძღვანელოს და მონოგრაფიის, 18 პატენტის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა — „პოლიესტერკარბონატების სინთეზი და კვლევა“, დაიცვა 1967 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – „ბენზოლის ბირთვით შეუღლებული პიროლოინდოლებისა და ბისინდოლების სინთეზი და კვლევა“, დაიცვა 1984 წელს.

ლიტერატურარედაქტირება

  • წიგნი ღირსებისა, ტ. 3, თბ., 2001, გვ. 209

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება