შოთა რუსთაველის ძეგლი (მოსკოვი)
შოთა რუსთაველის ძეგლი მოსკოვში — დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ძეგლი, რომელიც მოსკოვში, დიდი ქართული ქუჩის („ბოლშაია გრუზინსკაიას“) სკვერში გაიხსნა 1966 წლის ოქტომბერში. ძეგლის შემქმნელები არიან მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი და არქიტექტორი იოსებ ლოვეიკო.
შოთა რუსთაველის ძეგლი | |
---|---|
მდებარეობა | მოსკოვი, რუსეთი |
არქიტექტორი | იოსებ ლოვეიკო |
მოქანდაკე | მერაბ ბერძენიშვილი |
გახსნის თარიღი | 1966 |
მიძღვნილია | შოთა რუსთაველი |
ძეგლი დაიდგა პოეტის დაბადებიდან 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით. რუსთაველი გამოსახულია მეომრის ტანისამოსში, თავზე ჩაფხუტით და მარჯვენა ხელში პერგამენტის გრაგნილი უჭირავს ლექსებით. მკერდზე კი ჯაჭვი აქვს მედალიონით თამარ მეფის გამოსახულებით.