შოთა ნოზაძე (დ. 1913)

ქართველი მსახიობი
(გადამისამართდა გვერდიდან შოთა ნოზაძე)

შოთა ნოზაძე (დ. 18 მარტი, 1913 – გ. 10 ივლისი, 1994) — ქართველი მსახიობი.

1941 წელს დაამთავრა კინოსტუდიის კინოსამსახიობო სკოლა. 1933 წლიდან მუშობდა „სახკინმრეწვში“. 1952-1954 წლებში ტყიბულის და წყალტუბოს კულტურის სახლის დირექტორი და თეატრალური კოლექტივის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1955 წლიდან არის კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორის ასისტენტი, მეორე რეჟისორი და დუბლიაჟის რეჟისორი. გადაღებულია ფილმებში: „უკანასკნელი ჯვაროსნები“ (მგელია, 1933), „ფრთოსანი მღებავი“ (ნოდარი-მღებავი, 1936), „დაგვიანებული სასიძო“ (შოთა-კოლმეურნე, 1939), „მაგდანას ლურჯა“ (1955), „ბეღურების გადაფრენა“ (1980), „ძმა“ (მამა, 1981), „ფაქტები რეჟისორის ცხოვრებიდან“ (მეგობარი, 1988).

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება