შოთა მალაშხია
ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი
შოთა მალაშხია (დ. 17 სექტემბერი, 1962, თბილისი) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი.
შოთა მალაშხია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 17 სექტემბერი, 1962 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სამკურნალო ფაკულტეტი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები “. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შოთა მალაშხია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- შოთა მალაშხია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)