შოთა ბიბილეიშვილი

შოთა ბიბილეიშვილი (დ. 10 აპრილი, 1930, ქუთაისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1953–1956 წლებში იყო ქ.ხოროგის საოლქო საავადმყოფოს ნევროპათოლოგი. 1957–1958 წლებში ლენინგრადის I სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი. 1959–1961 წლებში ქ.გროზნოს რესპუბლიკური საავადმყოფოს ნევროპათოლოგი. 1961–1964 წლებში მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასპირანტი. 1965 წლიდან სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური ნევროლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 118 სამეცნიერო ნაშრომის. იყო თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს ნევროლოგიური კლინიკის სამეცნიერო–კლინიკური ხელმძღვანელი.

1962 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „თავის ტვინის ელექტრული აქტივობა ექსპერიმენტული ინტრაცერებრული ჰემატომის და თავის ტვინის არტერიების თერმოკუაგულაციის დროს.“

1986 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაციის თემა — „თავის ტვინის სომნოგენური სისტემა ეპილეფსიის დროს.“

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1999 — ღირსების ორდენი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000, გვ. 40
  • წიგნი ღირსებისა, ტ. 4, თბ., 2000, გვ. 382

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება